ავარია მე-12 მკრ-ში (ფოტოები)

2017-07-05 11:20:16

ჰონდას მარკის ავტომობილი და ფორდის მარკის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამარშრუტო მიკროავტობუსს, მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 09:30 საათზე, მე-12 მკრ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია.