წყლის მიწოდების დრომ გადაიწია

2017-07-04 18:06:29

კომპანია "რუსთავის წყალი"-ს განცხადება - "სახელმწიფო ელექტრო სისტემის ქვესადგურზე „გარდაბანი 500“, მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე დაზიანების აღდენითი სამუშაოები, დაგეგმილზე გვიან დასრულდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგია დაგვიანებით მიეწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგება 19:30 საათიდან აღდგება.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს".