დღეს, 4 ივლისს, სახელმწიფო ელექტრო სისტემის ქვესადგურზე „გარდაბანი 500“ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 4 ივლისს, 13:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას; წყალმომარაგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.