დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება

2017-07-04 11:04:42

საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ცალკეულ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია 40°- ის ფარგლებში აღინიშნოს. რუსთავში ასევე მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, სინოპტიკოსების ვარაუდით რუსთავში ჰაერის ტემპერატურა 40° მიაღწევს, 11 საათითვის კი ჰაერის ტემპერატურა 33° იყო. ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.