ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (ვიდეო)

2017-07-03 20:09:30

"ნისანი"-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე დაახლოებით 19:30 საათზე, რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. როგორც ავტომობილის მფლობელი „ინფო რუსთავთან“ საუბარში ყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი, მის გასწრებას ცდილობდა. ავარიის თავიდან ასაცილებლად, მძღოლი მარჯვენა მხარეს გადავიდა, რის შემდეგაც საჭე ვერარ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილში 23 და 58 წლის მამა-შვილი იჯდა. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში თავად წავიდა. "გზა გადაკვეთა მანქანამ და შემოვარდა აქეთ, დაშავებული ვინც იყო თავის ფეხით წავიდა ექიმთან". ნახეთ ვიდეო.