გამოცდის პირველი სესია დასრულდა

2017-07-03 13:15:48

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასრულლდა. 451 აბიტურიანტიდან, პირველ სესიაზე 15 არ გამოცხადდა. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებსა და ექსესებს ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრატორის განცხადებით, დაფიქსირდა აბიტურიენტის ცუდად გახდომის 2 შემთხვევა. მათ დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა აღმოუჩინა. პირველ აბიტურიენტს, რომელმაც საგამოცდო ოთახი ყველაზე ადრე დატოვა, ტესტის დასაწერად დაახლობით 40 წუთი დასჭირდა.

სულ საქართველოს მასშტაბით, გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 97 % გამოცხადაა. გამოცდაზე მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.