რა ვითარებაა ხანძრის შემდეგ "ელიავას ბაზრობაზე" (ვიდეო)

2017-07-03 12:21:04

დღეს დილიდან ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. დაზარალებულების თქმით მათთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რამდენი მაღაზიაა დამწვარი და რა ზარალი მიადგა ბაზრობას. გავრცელებული ინფორმაციით დამწვარია 2 სექტორი, დაზარალებულია 100-მდე მაღაზიის მეპატრონე. დაზარალებულებთან ერთად დილიდან ადგილზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, გამოძიებული და შესწავლილი იქნება ყველა დეტალი. რაც შეეხება დაზარალებულებს, აბაშიძეს თქმით, მოვაჭრეების დახმარება შეძლებისდაგავარად მოკლე დროში მოხდება.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც, მისი ინფორმაციით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფ რომლებიც მოვაჭრეებთან ერთად შევლენ დამწვარ ტერიტორიაზე და დაითვლიან ზარალის ოდენობას.

დაზარალებულებს გაესაუბრა, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ელენე ხოშტარია, მისი თქმით ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის და ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს დაზარალებულების დახმარებას.

დეტალებს  დილიდან „ინფო რუსთავის“ საინფორმაციო ჯგუფი ადგილზე არკვევდა.ნახეთ ვიდეო.



ელიავას ბაზრობაზე გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს შსს:

შსს-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ე.წ.ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. 2500 კვ/მ-მდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მიუხედავად ხანძრის მასშტაბებისა, მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხდა. შსს-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ შემთხვევის ადგილზე პატრულირებას. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-მუხლით დაიწყო.“