სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის პრეზენტაცია

2017-07-03 11:38:07

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საპილოტე რეჟიმში, მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში 1 ივლისიდან ამოქმედდა.

ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა. სისტემის შესახებ ისაუბრეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული გადანაწილების სისტემა შქმნილია საერთო სასამართლოების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ. სისტემის მიზანია, უზრუნველყოს საქმეთა განაწილების რაოდენობრივი თანაბრობა და საქმის მაქსიმალური დაცულობა.