ეროვნული გამოცდები დაიწყო

2017-07-03 09:56:13

ერთიანი ეროვნული გმოცდები დაიწყო. როგორც ქვემო ქართლის საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, პროცესი ექსესების გარეშე მიმდინარეობს. აბიტურიენტები ტესტირებას დღეს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გადიან. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე, ან დაგვიანებისა და სხვა მიზეზების გამო, რამდენი აბიტურიენტი არ დაიშვა გამოცდაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე- naec.ge-ზე განთავსდება. საგამოცდო პროცესი წელს, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ნაცვლად, რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟი.

ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 8 საათზე, ხოლო გამოცდა - 9 საათზე დაიწყო.