არის თუ არა 22-ე სკოლა მზად ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად

2017-07-02 17:57:32

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა #22 საჯარო სკოლაში გადაინაცვლა. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, ცენტრი ყველანაირად გამართულია. ყველა სექტორში დამონტაჟებულია კამერები, დალაგებულია მაგიდები, შემოწმებულია კაბელები და კომპიუტერები, რომლებიც გამართულად მუშაობს. ასევე რუსთავის საგამოცდო ცენტრში მეთვალყურე კურატორები იყვნენ, რომელთა დახმარებითაც ჩატარდა გამოცდის გენერალური რეპეტიცია. ზვიად მურადაშვილის განცხადებით - „ცენტრში არ იქნება კონდიცირება, თუმცა ყველა სართულზე იდგება წყლის აპარატი და ჩამოშვებული იქნება ორმაგი ფარდები იმისთვის, რომ შენობაში ნაკლები სიცხე იყოს.“ რეგისტრაცია ხვალ, დილის 8 საათზე, ხოლო გამოცდა - 9 საათზე დაიწყება. აბიტურიენტები სკოლის ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, მის მარჯვნივ მდებარე ეზოს შესასვლელით ისარგებლებენ. სულ გამოცდაზე გავა 39 000 აბიტურიენტი, სულ არის 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 დედაქალაქშია განთავსებული.

რაც შეეხება სხვა გამოცდების განრიგს:

3-4 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა

6-7 ივლისი - ზოგადი უნარები

10-11 ივლისი - ინგლისური ენა

10-11 ივლისი - რუსული ენა

10 ივლისი - ფრანგული ენა

11 ივლისი - გერმანული ენა

12 ივლისი - გეოგრაფია

13 ივლისი - მათემატიკა

14 ივლისი - ლიტერატურა

17 ივლისი - ისტორია

18 ივლისი - ბიოლოგია

19 ივლისი - ქიმია

25 ივლისი - სამოქალაქო განათლება

26 ივლისი - ფიზიკა

26 ივლისი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

27 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.