კონკურსი top model 2017 დასრულდა (ვიდეო)

2017-07-01 21:41:17

TOP MODEL-ის კონკურსი რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა. კონკურსში 21 გოგონა იღებდა მონაწილეობას.

კონკურსანტებმა თავდაპირველად საცეკვაო ნომერი დადგეს, შემდეგ კი 3 სახეობის კოსტუმით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ 21 მონაწილედან 11-ს კონკურსის ლაურიატის დიპლომი გადაეცათ, ხოლო 10-მა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის: პირველი ადგილი - თეკლა გოგოლაძე, მესამე ვიცე - სოფო სვანიძე, მეორე ვიცე - მარი ლონდარიძე, პირველი ვიცე - პოლინა პოპოვა, ხოლო ლიზი გუგუშვილი კი კონკურსის გამარჯვებული და top model 2017 გახდა. აღსანიშნავია რომ ღონისძიების მონაწილე 10 გოგონას სამოდელო სააგენტო "ნატალი"-ს ხელმძღვანელმა თანამშრომლობა შესთავაზა და ხელშეკრულება გაუფორმა. სცენაზე გამოვიდა ქორეოგრაფიული ჯგუფი "მოზაიკა" და "fresh star". კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ პარტნიორი კომპანიის და თვითმართველობის წარმომადგენლები.

 

 

ღონისძიება უკვე 9 წელია იმართება და მისი ორგანიზატორი არის სამოდელო სააგენტო l-style, სააგენტო "ნატალი" და რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. ნახეთ ვიდეო.