XIX მიკრო-რაიონი დაიტბორა

2017-06-30 23:27:39

XIX მიკრო-რაიონი დაიტბორა. მოსახლეობას ცენტრალურ გზაზე გადაადგილება უჭირს. აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. ახალი ხიდიდან მოდებაძის ქუჩამდე დატბორილია. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა სუპერმარკეტ "მადაგონის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, მათ სანიაღვრე ჭები გახსნეს თუმცა წყლის ნაკადი იმდენად დიდია რომ ჯერ ვერ ხერხდება დატბორილი ტერიტორიის წყლისგან დაცლა.