მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო

2017-06-30 20:04:40

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  ღონისძიებაში მონაწილეობა ჩარკვიანთან ერთად, აჩიკო ნიჟარაძემ, გიორგი ნადიბაიძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. საღამოს თამარ მაყაშვილი და გიორგი გურგულია უძღვებოდნენ.  ღონისძიებას მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.