ინციდენტი მესხიშვილის ქუჩაზე (ვიდეო)

2017-06-30 19:27:24

ხმაური მესხივილის ქუჩაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ქართველ მეუღლეს ახალშობილი წაართვა და ქუჩაში დახმარებას ითხოვდა. როგორც, თვითმხილველები „ინფო რუსთავთან“ საუბარში ყვებიან, იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბავშვი თავისთან არ ეყოლებოდა, იგი ახალშობილისთვის ზიანის მიყენებით იმუქრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით ამერიკის მოქალაქე ხმამაღლა ყვიროდა და ამერიკის საელჩოს დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით პოლიციის თანამშრმლებმა პირი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ოჯახური კონფლიკთი ჰქონდა მეუღლესთან - "ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მეუღლის შეტყობინება იყო შემოსული. მან წინააღმდეგობა გაუწია პატრულს და ამის გამო დააკავეს. მეუღლესთან მიმართებაში, გაცემულია შემაკავებელი ორდერიც". ნახეთ ვიდეო.