უხვი ნალექის გამო ეზოებში ამ დრომდე პრობლემებია (ვიდეო)

2017-06-30 17:25:46

გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის რამდენიმე ქუჩა ამ დრომდე დატბორილია. წვიმისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობენ, ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლები, მათი თქმით, პრობლემა გაუმართავმა საკანალიზაციო ჭებმა გამოიწვია. ადგილობრივების განცხადებით, წლებია ჭები გაბიდნულია, რის გამოც, წვიმის წყლის გატარება ვერ ხდება.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რჩეულიშვილის ქუჩაზეც , ეზოების დატბორვის გარდა აღნიშნულ მისამართზე, ქარმა და წვიმამ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპსს სახურავი გადახადა. 

ეზოების მოწესრიგებას ააიპ უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. ნახეთ ვიდეო.