წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია

2017-06-30 15:39:06

ტაშკენტის ქუჩაზე წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციის პროცრსი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, ქსელზე 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი იცვლება, ასევე მონტაჟდება, თანამედროვე ტიპის ჩამკეთ-მარეგულირებელი ურდულები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაშკენტის ქუჩისა და მე-20 მკრ-ის მოსახლეობის, წყალმომარაგება გაუმჯობესდება. „აღნიშნული პროექტი განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდება წყალმომარაგება ტაშკენტისა და მე-20 მკ-ის მაცხოვრბლებისთვის“ განაცხადა „რუსთავის წყალის“ გენერალური დრექტორის პირველმა მოადგილე, კახა წამალაშვლმა, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები, დღეს პირადად მოინახულა.

წყალსადენის ქსელის ძველი მონაკვეთი, ახლით შეიცვალა შარტავას ქუჩაზეც. აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.