გარდაბნის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თანამედროვე ლიტერატურა გადაეცა

2017-06-28 16:42:48

გარდაბნის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თანამედროვე ლიტერატურა გადაეცა. საქართველოს “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ინიციატივით, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, 2017 წლის 12-13 ივნისს პროექტი - „ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია“ განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გარდაბნის ა(ა)იპ  „საბიბლიოთეკო გაერთიანებას“ 450 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომლის გამოყენებითაც ბიბლიოთეკამ  მკითხველისთვის სასურველი და საჭირო ლიტერატურა შეიძინა.

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამჟამად  ახალი ლიტერატურის დამუშავება მიმდინარეობს, რომლით სარგებლობაც მკითხველს მომდევნო კვირიდან შეეძლება.