ახალი სპორტული დარბაზი

2017-06-27 17:15:54

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა დურსუნ გასანოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორმა როვგან აბდულაევმა ახალი სპორტული კომპლექსი გახსნეს.

სპორტული დარბაზი კომპანია „სოკარის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.