როდის ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები

2017-06-27 14:12:10

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო 22 ოქტომბერია, შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არა დღეს, არამედ არჩევნებამდე 60 დღით ადრე ანუ 22 აგვისტოს გამოიცემა და სწორედ აგვისტოს ბოლოდან გაიხსნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიაც.