მსხვერპლით დასრულდა ავარია ბათუმში

2017-06-27 11:57:21

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. თამარ მეფის გამზირზე "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".