რატომ მუშაობს ხარვეზით online.naec.ge

2017-06-26 17:25:00

დილიდან შეფერხებით მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდი online.naec.ge აბიტურიენტებისა და მასწავლებლების ნაწილი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ საიტზე შესვლას, რამაც აბიტურიენტებში უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც „ინფო რუსთავთან“ საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, დღეს საიტზე დაიდო საგამოცდო ბარათები, რომელშიც მითითებულია გამოცდის ჩატარების ადგილი და დრო საგნების მიხედვით და სწორედ ამ ბარათების ონლაინ ვერსიის ამობეჭვდის გამოა საიტზე პრობლემები. „საშიში არაფერია დღის ბოლომდე საიტზე პრობლემები მოგვარდება და ყველას შეეძლება შევიდეს და მიიღოს საგამოცდო ბარათი“ - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.