ტრაილერი გაჩერებულ ტაქსს დაეჯახა (ფოტოები)

2017-06-24 11:38:47

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ობიექტთან მდგარ "ოპელი"-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს დასავლეთიდან მომავალი ტრაილერი დაეჯახა. დარტყმის ძალამ მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ობიექტის შენობაში შეაგდო. ოპელის მძღოლი, 40 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაზიანებები ტრაილერის მძღოლმაც მიიღო და ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ფოტოები © ტელეკომპანია "დეა"