კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

2017-06-23 13:31:32

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულების განაჩენი ცნობილია. ბრალდებული ბექა შენგელია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შენგელიასა და ყოჩიაშვლს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა ედებათ ბრალად.

მკვლელობა გასული წლის ნოემბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა შენგელიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მძიმე გარემოებებში ჯგუფურად მოკლეს ირმა ყოჩიაშვილის დედა. გარდაცვლილის დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე იპოვნეს. როგორც შემდგომში დადგინდა, ეს რიტუალური მკვლელობა იყო.