"არმინდოდა", "მეწყინა", "კმარა"

2017-06-23 12:55:41

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საქართველოში სქესის შერჩევა ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. აღნიშნული ქალთა სახელებშიც შეიმჩნევა. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს  “არმინდა” ჰქვია, მათგან 30 ქალია; “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ)  77 ადამიანს ჰქვია, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” კი ერთ ქალს ჰქვია. 24 ადამიანის სახელია  “გულსარა” – მათგან ყველა ქალია; 3 ქალს ჰქვია “კმარა” –  12 ქალს კი “სევდაგული”.

ამავე მონაცემების მიხედვით, ბიჭებთან მიმართებაში შედარებით პოზიტიური განწყობის გამომხატველი სახელები გვხვდება.კერძოდ, საქართველოში 219 ადამიანს ჰქვია “გელოდი”, მათგან 218 ბიჭია, “მოგელი” ჰქვია 241 ადამიანს, მათ შორის 236 კაცია, 46 მამაკაცს ჰქვია “მოგელი”,  სახელი “შენგელი” კი 7 ადამიანს ჰქვია და მათგან ყველა ბიჭია.

შეგახსენებთ, გაერო-ს მოსახლეობის ფონდიის  (UNFPA) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა.