თვითმფრინავს მეხი დაეცა

2017-06-19 10:08:51

კომპანია "ატლას გლობალის" რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შესრულდა. არსებული ინფორმაციით მიზეზი ამინდის გაუარესება იყო. ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში დაეშვა.

მგზავრების ინფორმაციით, იყო ელვა, რის შემდეგაც თვითმფრინავს მეხი დაეცა, რამაც ბორტზე პანიკა გამოიწვია. ავია კომპანიის გადაწყვტილებით მგზავრები სტამობილიდან თბილისში სხვა თვითმვრინავით გამოამგზავრეს.

წყარო: რუსთავი2