კრიშტიანუ რონალდუმ "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა

2017-06-16 17:05:08

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალიდან“ წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიური პორტუგალიური გამოცემა A bola ავრცელებს.

სავარაუდოდ, ფეხბურთელის გადაწყვეტილების მიზეზი ესპანეთის პროკურატურის ბრალდება გახდა, რის მიხედვითაც რონალდუს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა. საერთო ჯამში, 14.5 მილიონ ევროზეა საუბარი. თუმცა აღნიშნულ ბრალდებას ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. არსებული ინფორმაციით, რონალდუმ „რეალის“ პრეზიდენტს - ფლორენტინო პერესის უკვე აცნობა იმის შესახებ, რომ მას კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში სურს. თავის აგენტს - ჟორჟე მენდეშს კი უკვე დაავალა ახალი გუნდის მოძებნა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ბერნაბეუში დარჩენასთან დაკავშირებით, 2016 წლის ნოემბერში გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი და განაცხადა, რომ ის მზადაა განაგრძოს თამაში თავის 41-ე დაბადების დღემდე.