საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ნატო-საქართვრლოს სწავლების პროცესს გაეცნენ (ფოტოები).

2016-11-17 13:26:12

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი  კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ. „ ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში 10-20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. სწავლებში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.