"მეფემ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი ცოლად მოეყვანა - აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში (ფოტოები).

2016-11-16 20:48:28

ინეტრნეტ სივრცეში შარლ პეროს ზღაპრიდან „ვირისტყავა“ გავრცელებულ მონაკვეთს ხალხის აჟიოტაჟი მოჰყვა. ამონარიდში მოთხრობილია მეფეზე რომელსაც სურს ცოლად საკუთარი ქალიშვილი შეირთოს. „ინფო რუსთავი“ თემით დაინტერესდა და შეეცადა ზღაპრის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. როგორც აღმოჩნდა ზღაპარი „ვირისტყავა“ საქართველოში ორმა გამომცემლობამ გამოსცა. „ბაკურ სულაკაურის“ გამოცემაში ვკითხულობთ: „შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა - გადაწყვიტა საკუთარი ასული შეერთო ცოლად“. „პალიტრა ლ“ -ის გამოცემაში კი იგივე აზრი ასე არის გადმოცემული: „ერთ მშვენიერ დღეს მეფემ გამოაცხადა ცოლად მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ქალიშვილს შევირთავ რადგან ის არის თავის დედაზე მომხიბვლელი“. ზღაპარი 5-6 წლის ბავშვების საკითხავ წიგნშია შესული. „ინფო რუსთავი“ იმის კასარკვევად რამდენად რეკომენდირებულია მსგავსი შინაარსის ზღაპრები პატარებისთვის, ბავშვთა ფსიქოლოგს ქეთევან ჭყოიძეს დაუკავშირდა. ფსიქოლოგი ამბობს რომ უმჯობესია, მსგავსი შინაარსის ზღაპრები მშობლებმა პატარებს არ წაუკითხონ. ქეთევან ჭყოიძე პატარებისთვის რეკომენდაციას უწევს ისეთ წიგნებს, სადაც ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი რეალობა სრული სიზუსტით არის ასახული.

 შარლ პეროს შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი პოპულარული ზღაპრები როგორიცაა: "ჩექმებიანი კატა", "კონკია", "მძინარე მზეთუნახავი", "წითელ ქუდა" და "ცეროდენა".