საქართველოში ამინდი გაუარესდება

2017-06-14 14:01:57

უახლესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისის დილამდე დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია იყოს  სეტყვაც.

საქართველოში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ჰაერის ტემპერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოში +20, +25 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.