თეოდორა კახიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

2017-06-12 23:24:05

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია. თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

რუსთაველი მოფარიკავეები მარიამ სუხიაშვილი და სოსო ქაფიანიძე ხვალ იასპარეზებენ, მწვრთნელები ვარაუდობენ რომ სპორტსმენების გამოსვლა წარმატებული იქნება.