პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა გრძელდება

2017-06-12 13:06:06

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა გრძელდება. აქციის ფარგლებში მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისთვის დაწესებული საფასურისგან. აქციით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს და მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი გაივლიან იდენტიფიცირებას მისამართზე.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უფასოდ 68 000 მდე ადამიანმა მიიღო. აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.