როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

2017-06-11 13:42:31

სინოპტიკოსები საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.
დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დღის მეორე ნახევარში კი ნალექი შეწყდება, თუმცა ხვალ, 12 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან სეტყვა არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ სქართველოში კი 28-დან 30 გრადუსამდეა მოსალოდნელი.