№2 სკოლასთან დამცავი ბარიერი გაკეთდება

2017-06-10 16:55:42

რუსთავის მუნიციპალიტეტმა  №2 საჯარო სკოლის ტროტუარის დამცავი ბარიერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.  ბარიერის მოწყობის თხოვნით, „ინფო რუსთავს“ რამდენიმე თვის წინ გვერდის მკითხველებმა მიმართეს. შეგახსენებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე  გასული წლის 19 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

დამცავი ბარიერის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 18.408 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 160  დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.