4 ჭას ასფალტი გადააგეს და მერე ამოთხარეს (ფოტოები).

2016-11-15 21:10:26

წმინდა ნინოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დროს რამდენიმე პრობლემა აღმოჩნდა, ჯერ იყო და აღნიშნულ მონაკვეთზე ძველი ნანგრევები აღმოჩნდა და არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა, მერე ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოს ვადებში ვერ ჩაეტია და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ამის გამო გარკვეული სანქციებიც დაუწესდა და ბოლოს ასფალტის მეორე პირის დაგების დროს საკანალიზაციო და სასმელი წყლის ჭებს ასფალტის საფარი გადააგეს. მოგვიანებით მოხდა გადათხრა და თავიდან დაგება, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე კიდევ 1 ჭა გამორჩათ, რის გამოც კიდევ ერთხელ გადათხარეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ასფალტის დაგების დროს მუშები სპეციალურ ნიშნულებს აკეთებენ რომ ადგილს სადაც მოხდება ჭის სახურავის გადაგება შემდეგ ამოჭრან და შესაბამისად მოაასფალტონ, თუმცა ხშირ შემთხვევებში საკანალიზაციო ჭების თავსახურები ავიწყდებათ და სწორედ ამიტომ თავიდან ხდება აღნიშნული ტერიტორიის დამუშავება.