ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს

2017-06-08 11:13:14

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულები არიან ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს. სპეცოპერაციის დროს ქართველების გარდა 18 რუსიც დააკავეს, ამ დროისთვის ბრალი დაჯგუფების 23 წევრს უკვე წაუყენეს, ძებნაში არის 5 ადამიანი: დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი. მანჰეტენის პოლიციის თქმით, კანონიერ ქურდებმა ქვეყნის მასშტაბით, ბრაითონ ბიჩიდან ლას ვეგასამდე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ჩართულნი იყვნენ მოქრთამვაში, აზარტულ თამაშებში, მკვლელობებში.