მისი ხელშეკრულება უვადოა

2017-06-05 12:26:27

საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა , „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს, მწვრთნელის პოსტი სამუდამოდ შესთავაზა. ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდის რეალმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა. ზიდანს შეუძლია „რეალში“ სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს. ჩვენი გულშემატკივრები მას მადლობას უხდიან. ის გუნდში 17 თვეა მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ,“- განაცხადა პერესმა. „რეალის“ პრეზიდენტმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი სავარაუდოდ მეხუთედ მოიგებს „ოქროს ბურთს.“ არა მგონია, რომ ამ ჯილდოს ვინმე უფრო იმსახურებდეს, ვიდრე რონალდუ,“- დასძინა პერესმა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო as.com ავრცელებს.

მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 2016/2017-ის სეზონის ფინალში დამარცხა, შეხვედრა შაბათს კარდიფში, სტადიონ “მილენიუმზე გაიმართა და ანგარიშით 1:4 დასრულდა. ორი ბურთი მოწინააღმდეგის კარში (მე-20 და 64-ე წუთზე) თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, თითო-თითო გოლის ავტორები კი ნახევარმცველი კარლოს კასემირო (61-ე წუთზე) და მარიო მანჯუკიჩი (27-ე წუთზე) გახდნენ. რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანა გოლი. “რეალი“ კი პირველი გუნდია, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ლიგის ჩემპიონი.