"112-ის გმირი" (ვიდეო)

2017-06-03 17:09:53

13 წლის გიორგი გოზალიშვილი მოხუც ქალბატონს დაეხმარა. გიორგი გოზალიშვილმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

გიორგი გოზალიშვილი 1 ივნისს პროექტ "112-ის გმირის" ფარგლებში იმ ბავშვებთან ერთად დააჯილდოვეს, რომლებმაც 112-ის საშუალებით სხვების დახმარება შეძლეს.

"არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია , მაგრამ არასკანდალური... ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი." - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია.

შსს გიორგი გოზალიშვილის 112-ში ზარსაც ავრცელებს.  4 მოზარდს, რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში გონიერება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა, 16 მათგანს კი მადლობის სიგელი გადაეცა. ნახეთ ვიდეო.