კაცების უმეტესობას E კლასის Mercedes ჰყავს, ქალებს კი Honda fit (ფოტოები).

2016-11-13 20:00:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა გასული წლის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტად Mersedes Benc-ისა და Opel-ის მარკის ავტომობილებია გავრცელებული. ქართველი მძოღოლები მსუბუქი ავტომობილების ფერებიდან უპირატესობას ძირითადად ნაცრისფერს, თეთრსა და ლურჯს ანიჭებენ.  სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბრენდების ხუთეული კი ასე გამოიყურება : 1. Mercedes  2. Opel  3. Ford  4. BMW  5. Volkswagen . ყველაზე მეტად გავრცელებული უცხოური მოდელი კი Opel Astra არის. მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა სედანის ტიპისაა (47%). სამგზავრო და სატვირთო მანქანებში კი უკვე წლებია Ford-ის მარკის ავტომობილები ჭარბობს. განსხვავებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც, ავტოპარკის მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული (36,8%), დედაქალაქს რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობით მოსდევს იმერეთი და ქვემო ქართლი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კაცები უპირატესობას Mercedes-ის, ქალები კი Nissan-ის მარკის ავტომობილებს ანიჭებენ. ფავორიტი ავტომობილების გენდერული განაწილება მოდელების მიხედვით კი ასეთია: კაცების 8% E კლასის მერსედესებს არჩევს, ქალების 7% კი Honda fit-ს. მონაცემებში წარმოდგენილია მანქანების განაწილება მათი ასაკის მიხედვითაც, საქართველოში ყველაზე მეტდაბალი წლოვანების ავტომობილს Toyta-ს მარკის მანქანები წარმოადგენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წელთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტის წილიც.