ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსიები გამოაცხადა

2017-05-27 18:55:03

რუსთავის  საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებით  ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზეა  – (www.hr.gov.ge.) განთავსებული.

რუსთავის თვითმმართველობამ ვაკანსიები 7 პოზიციაზე გამოაცხადა.

1.ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი -  განათლება: უმაღლესი, თანამდებობრივი სარგო - 700 ლარი
2.სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი აღრიცხვის განყოფილების უფროსი - უმაღლესი განათლება, თანამდებობრივი სარგო -1000 ლარი
3.სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების სპეციალისტი - განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული, ასაკი -18 წლიდან, თანამდებობრივი სარგო: 550 ლარი
4.საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვებისა და დაგეგმარების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული, ასაკი -18 წლიდან, თანამდებობრივი სარგო - 650 ლარი
5.ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი - განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული, ასაკი -18 წლიდან, თანამდებობრივი სარგო - 550 ლარი
6.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - განათლება: უმაღლესი , ტანამდებობრივი სარგო - 650 ლარი
7.ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების სპეციალისტი - განათლება: უმაღლესი, ტანამდებობრივი სარგო - 550 ლარი

თითოეულ ვაკანტურ ადგილს განსხვავებული მოთხოვნები აქვს და მათი სრულად ნახვა შესაბამის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

როგორც ქალაქის მერმა, დავით ჯიქიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კონკურსი განცხადებების გადარჩევას, გასაუბრებასა და შემდგომში 3 თვით გამოსაცდელი ვადით დასაქმებას მოიცავს.  "მოთხოვნა ძალიან მაღალი გვაქვს და ხელფასის წონადობა ცოტა სხვანაირია და აქედან გამომდინარე ხშირად გვიწევს ხოლმე ამის გამოცხადება იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დააგროვებს რაღაც გამოცდილებას მერე სხვაგან გადადის, სადაც მერე მაღალი ანაზღაურებაა" - აღნიშნა დავით ჯიქიამ

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით შეიძლება.