დავით ჯიქია VII მკრ-ის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა

2017-05-27 14:35:04

რუსთავის მერი დავით ჯექია მე-7-ე მკრ-ის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს, რომელიც აღნიშნული მისამართის მოსახლეობას აწუხებს. ძირითადი საკითხები, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, ეზოებში ინფრასტრუქტურის მოწესიგებას, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას და ლიფტების რეაბილიტაციას შეეხებოდა. დავით ჯიქია სხვადასხვა მისამართის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრას ეტაპობრიად გეგმავს.