გიორგი ბეგაძემ წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

2017-05-27 12:57:31

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები დააჯილდოვა. გიორგი ბეგაძემ სერთიფიკატები, 37 კურსადმთავრებულს და 14 მასწავლებელს გადასცა. შეხვედრას სკოლის დირექტორები, კურსადმთავრებულები, მასწავლებლები და რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები მეთორმეტე კლასელებისთვის, ქართულ ენაში , ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში  ჩატარდა.  საქართველოს მასშტაბით, სკოლის გამოსაშვებ გაოცდებს, 40 ათასზე მეტი მოსწავლე აბარებდა.

შეხვედრას სასტუმრო "გრანდ ვეჯინმა" უმასპინძლა. ნახეთ ვიდეო.