რატომ ეკეთათ ბავშვებს პიონერული ყელსახვევები

2017-05-27 11:50:19

რუსკომუნისტებმა, დღეს რუსთაველ ბავშვებს, მე-10-საჯარო სკოლის მოსწავლეებს, თავისუფლების მოედანზე, კომუნისტური წითელი ყელსაბამები გაუკეთეს - პოსტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, რუსკა მჭედლიძეს ეკუთვნის. აღნიშნულ პოსტს, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხალხის ნაწილი თემასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოხატავს, ნაწილმა კი, ნაციონალური მოძრაობის წევრს, შეცდომის დაშვებისკენ მიუთითა. რიგებში იყო, ტელეწამვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, მან კომენტარებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. არაა მართალი. პირიქით. წარმოდგენა იყო, სადაც ისტორიის ამ დეტალს აღწერდნენ. წაშალე რუსკა. ხალხი შეცდომაში შეგყავს. მე დავიჯერე და ეს ამბავი ტყუილი აღმონდა. მთელ ვიდეოს ვუყურე“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ინფო რუსთავი“  26 მაისს გამართული ღონისძიებების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელს, მარიკა ფიროსმანაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, პოსტის ავტორი მოედანზე გათამაშებული ინსცენირების აზრს ვერ ჩაწვდა. „ იქ იყო ოკუპაციის ისტორია, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი რომ წარმოგვედგინა, გამოვიყენეთ ყელსახვევები, ნამგალი და უროც. ბავშვებმა წარმოადგინეს 3 წუთში ჩატეული პერფორმანსი, საქართველოს ისტორიისა“. მარიკა ფიროსმანაშვილის თქმით, მისთვის რუსკა მჭედლიძის აზრი, საყურადღებო არ არის და ერთადერთი რაც მისთვის საწყენია, ის არის რომ, მჭედლიძის პოსტს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა.