მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გაიზრდება (ვიდეო)

2017-05-26 18:50:32

მუნიციპალიტეტებში თვითმმათველობის წარმომადგენლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ ქალაქის მერი დავით ჯიქია ესაუბრა.
რეგულაციის მიხედვით, წამყვან, უფროს და სპეციალისტ თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. ანაზღაურება მოემატება დანარჩენი კატეგორიის კადრებსაც, მათი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის ადეკვატურად. რეგულაციის თანახმად, თვითმმართველობაში არსებული რანგირება იცვლება. კერძოდ, სულ 9 რანგი არსებობს, პირველი რანგის საჯარო მოხელე მერიის რომელიმე სამსახურის უფროსია, მას კი მოსდევს მეორე, მესამე და სხვა რანგები. ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

კანონში რჩება ისევ პრემია-დანამატების მუხლი, ამიტომ უბრალოდ ხელფასის მატება ისეთ დონეზე მოხდება, შეძლებისდაგვარად, ანუ აქ არ არის ძალიან დიდი მატება,  ავტომატურად მუნიციპალიტეტი კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ვთქვათ დატრენინგებული თანამშრომელი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, არ გაიქცეს. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტი არაფერს განსაკუთრებულს არ კარგავს, არსებული რესურსით მოხდება გადათამაშება.“ - განაცხადა დავით ჯიქიამ. ნახეთ ვიდეო