ქვეწარმავალი ქუჩაში შეამჩნიეს

2017-05-26 15:04:50

"ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველი დაუკავშირდა. მოქალაქემ 9 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან გველი შეამჩნია, მისი განცხადებით, ქვეწარმავლები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან და საკითხით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

სპეციალისტები მოსახლეობას მაღალ ბალახში და მიტოვებულ სამშენებლო ტერიტორიაზე სიარულისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში რუსთავის მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, რის შემდეგაც ადგილზე სპეციალური ჯგუფი გამოცხადდება  სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75
ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.