რუსთავის სარაგბო სტადიონი კეთილმოეწყო

2017-05-26 14:00:27

რუსთავის სარაგბო სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო დარბაზი და ტრიბუნა. მოწესრიგდა ელექტრო გაყვანილობის სისტემა. ამ დროისთვის ტრიბუნაზე, ძველი სკამების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. მონტაჟდება 4 000-მდე წითელი და თეთრი სკამი. სხვადასხვა ფერის სკამების კომბინაციით, ტრიბუნაზე, რუსთავის რაგბის გუნდის სახელწოდება "ხარები" დაიწერება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ATU“ ახორციელებს. რუსთავის სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპი ხვალ დასრულდება.