რა კომპრომატების გავრცელებით იმუქრება ანონიმური პირი

2017-05-25 21:49:17

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბესო ტეფნაძე "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და მისი სახელით განცხადების გავრცელება გვთხოვა. "სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია რომელიც მიზნად ისახავს ჩემი ღირსების შელახვას. თუ ვინმეს ააქვს დოკუმენტი რომლის მიხედვითაც დგინდება ჩემი სამსახურეობრივი გადაცდომა, ან აქვს რაიმე სახის პრეტენზია ჩემს სამსახურთან შეუძლია პირადად მომახსენოს და არგუმენტირებულ პასუხს გავცემ" - განაცხადა ბესო ტეფნაძემ. "ინფო რუსთავის" კითხვაზე თუ - "ვის ინტერესში უნდა იყოს მისი ღირსების შელახვა ან ბრალდებებს ააქვს თუ არა პოლიტიკური სარჩული", ბესო ტეფნაძემ გვიპასუხა - "მე უკვე რამდენიმე წელია სამსახურის უფროსი ვარ და ალბათ ვინმეს ამ თანამდებობის დაკავება უნდა, პოლიტიკურ სარჩულს კი გამოვრიცხავ". "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა იმ ანონიმურ პირს რომელმაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, ჩვენ კითხვაზე თუ რატომ და რაში სდებდა ბრალს სამსახურის ხელმძღვანელს, მან გვიპასუხა - "ამ ინფორმაციას ჯერ არ გავაჟღერებ, მაგრამ თუ არანაირი მასალა არ მაქვს და ცრუ ინფორმაციას ვავრცელებ მაშინ რატომ ანერვიულდა ბატონი ბესო?".

აღსანიშნავია რომ უცნობი პირი უკვე რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში აქტიურობს და რუსთავში მოღვაწე სხვადასხვა თანამდებობის პირებზე მაკომპრომიტირებული ინფორმაციის გავრცელებას პერიოდულად აანონსებს. გუშინ კი მან დაწერა - "მალე: ბესიკ ტეფნაძე - სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი - "ქართული ოცნების" მესაფლავე..."