ტვილდიანის უნივერსიტეტს მიწა იჯარით გადაეცა

2017-05-25 18:30:32

„ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს“ რუსთავის რეკრეაციული ზონიდან იჯარით მიწა გადაეცა. საკითხი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. უნივერსიტეტის მიმდებარედ, სპორტული მოედნებისა და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება. ახალგაზრდული სივრცის მოწყობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.