ობიექტი რომელიც 4 წელია შენდება

2017-05-25 17:04:15

რუსთავის შემოსასვლელში არსებულ მშენებარე ობიექტზე იმსჯელეს, დღეს ბიუროს სხდომაზე. რუსთავის არქირექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა პაპუაშვილის განმარტებით, თავდაპირველად, აღნიშნულ ადგილზე ერთ სართულიანი ობიექტის მშენებლობა იყო დაგეგმილი, შესაბამისად დაამტებით კიდევ ორი სართულის აშენება, წესების დარღვევით განხორციელდა. საკითხს ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადსხვაობა მოჰყვა, ბიუროს წევრების ნაწილმა, ობიექტის დანგრევა მოითხოვა, რადგან შენობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ობიექტის ახალ მეპატრონეს სურს რომ მიწა რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა იჯარით აიღოს, სწორედ ეს საკითხი იყო განსახილველი ბიუროს სხდომაზე. საკითხს კენჭი უყარეს და იმის გამო რომ ობიექტის მეპატრონეს მშენებლობასთან დაკავშირებით დარღვევები აქვს, საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს რომ მისი განხილვა საკრებულოს სხდომაზე არ მომხდარიყო. "ინფო რუსთავი" ეცადა შენობის მეპატრონეს დაკავშირებოდა, თუმცა ვერ მოახერხა, გავრცელებული ინფორმაციით მშენებარე ობიექტი ძველმა მეპატრონემ გაყიდა, ხოლო მისი ახალი მფლობელი ჩვენთვის უცნობია.

კომერციული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით საკითხის იურიდიული მხარის შესწავლა მიმდინარეობს. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით თუ შენობა არსებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს მისი მშენებლობა მიზანშეწონილი იქნება.