გადაურჩება თუ არა კორპუსი "ჩაძირვას"

2017-05-25 13:58:32

15 მკრ-ის #13 კორპუსის ეზოში არსებული პრობლემა შესაძლოა უახლოეს პერიოდში მოგვარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საცხოვრებელი კორპუსის ეზო წლების განმავლობაში დატბორილი იყო. საკანალიზაციო ჭების მოწესრიგების მიუხედავად, ადგიობრივებისთვის პრობლემა არ მოგვარებულა. აღნიშნული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, მარლენ ლაბაძის, განმარტებით, 2014 წელს, ეზოს მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ლაბაძის განცხადებით დღეს უკვე არსებობს პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგაც ეზო აღარ დაიტბორება. ამ დროისთვის სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო ტენდერისთვის თანხები გამოიყო.