მზადება 26 მაისისათვის

2017-05-24 19:52:03

26 მაისის ღონისძიებებისთვის, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მზადება მიმდინარეობს. რეპეტიციებს, აქტივობების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა წულუკიძე უძღვება. მისი განმარტებით, წლევანდელი 26 მაისი, რუსთველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იქნება. წულუკიანის თქმით, ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისს, ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე ადამანის ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული. მთელი დღის განმავლობაში იქნება მუსიკალური ნომრები, ვიქტორინები, კულინარიული თამაშები და შემეცნებით დადგმები. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

რაც შეეხება კონცერტს, კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 20:00 საათზე  დაიწყება. 26 მაისის აღნიშვნა გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდება.